

13 ივლისის მონაცემებით, ბოლო 10 დღის განმავლობაში ხარაგაულში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ივლისში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა, წინა თვესთან შედარებით, მაღალია.
„რეგულაციების შემცირების შემდეგ მოსახლეობა სიფრთხილეს აღარ იცავს, აღარ ატარებენ პირბადეს, არ იცავენ დისტანციას და ამის გამო შემთხვევათა რაოდენობაც იზრდება,“ – ამბობს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი ირინე გელაშვილი.
პირველი დაფიქსირებიდან დღემდე ხარაგაულში კორონავირუსის 697 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 670 გამოჯანმრთელდა, 16 გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 37 პირი იმყოფება.
აქტიური შემთხვევები გამოვლენილია ლაშეში, ვანში, მაქათუბანში, ბორითში საბესა და დაბა ხარაგაულში. ინფიცირების წყარო, უმეტესად, ქალაქებიდან ჩამოსული ახლობლები არიან.
ხარაგაულში კორონავირუსზე გეგმიური ტესტირება ხარაგაულისა და ბორითის კლინიკის თანამშრომლებს უტარდებათ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,