

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გია ცისკაძეს, უფლებამოსილების ვადა 21 ივლისს ეწურება.
დღეს, 8 ივლისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება ამოწურული წევრის ნაცვლად, ახალი წევრის შერჩევის საკითხი განიხილეს.
ცესკოდან მოპოვებული ინფორმაციით, კონკურსში ორი პირი გია ცისკაძე და შოთა დეისაძე მონაწილეობდა, ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ცესკომ კვლავ გია ცისკაძე აირჩია.
„ამ დროისათვის სამართლებრივი აქტების მოწესრიგება მიმდინარეობს და უახლოეს ხანში ცესკოს ოფიციალურ გვერდზე აიტვირთება,“ – ამბობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის პრესცენტრის წარმომადგენელი.
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია ახალ თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, 21 ივლისს აირჩევს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,