
„ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)“ და „მედიის ინსტიტუტი (Media Institute)“ ეხმიანებიან თბილისში, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარედ შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან LGBTQ+ თემის, მათი მხარდამჭერების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების წინაშე არსებული საგანგაშო საფრთხეებითა და მიმდინარე ძალადობრივი მოვლენებით.
როგორც მედიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან, ადგილი აქვს სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებას, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ისე ფიზიკურ ძალადობას ჟურნალისტების მიმართ.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაცემია „მთავარი არხის“, „პალიტრა new-ის“ და „TV პირველის“ ოპერატორები, დამტვრეულია ტექნიკა. გარდა ამისა, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს მოტოციკლით მიზანმიმართულად დაეჯახა.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია კადრები, სადაც ჩანს სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები. მიმდინარეობს ორგანიზებული თავდასხმა სხვადასხვა ორგანიზაციის ოფისებზე.
ბოლო ინფორმაციით, ადგილზე მომუშავე 6 ჟურნალისტზე განხორციელებული თავდასხმის გამო, მათი სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაყვანა გახდა აუცილებელი.
გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე მყოფი პირები ფიზიკურად ემუქრებიან დღეს დაგეგმილ „ღირსების მარშის“ მონაწილეებს. აღნიშნული საფრთხეები საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა აღიქვას და დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები. განსაკუთრებით საგანგაშოა ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური ძალადობის არაერთი შემთხვევა.
ასევე, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი საპოლიციო ძალები არ არის საკმარისი ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებისა და სხვა პირების ძალადობისგან დასაცავად. შესაბამისად, ხელისუფლებამ ადეკვატურად უნდა შეაფასოს მიმდინარე მოვლენების სიმწვავე და ძალადობრივი ფაქტების პრევენციისა და აღსაკვეთად, გამოიყვანოს დამატებითი საპოლიციო ძალები.
ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებულია საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებით, რომლის შინაარსი ძალადობის წამახალისებელია და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს.
პრემიერის განცხადება ეფუძნება ფაქტობრივ სიცრუეს, ქვეყანაში LGBTQ+ ადამიანთა შესახებ, ხელს უწყობს მცდარი სტერეოტიპების გამყარებას უმრავლესობის დისკრიმინაციის შესახებ და ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციის სულისკვეთებას.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა არ შეიძლება დაყვანილ იქნეს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებაზე – უფლებით სარგებლობის დროს თავი შეიკავოს უსამართლო ჩარევისგან, სახელმწიფოს ასევე აკისრია პოზიტიური ვალდებულება, რომელიც მას შეკრების თავისუფლებით მოსარგებლე ადამიანების დაცვის უზრუნველყოფას ავალდებულებს.
სახელმწიფოს ევალება დაიცვას მშვიდობიანი შეკრება მესამე პირთა მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისგან. მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლებით სარგებლობისათვის სათანადო პირობების შექმნა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს. მსგავსი მსვლელობის წინააღმდეგ ჩადენილი გადაცდომა კი სწრაფ და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ:
საქართველოს ხელისუფლებას:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
საქართველოს საპატრიარქოს:
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება