
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღით ხარაგაულელი აბიტურიენტები კმაყოფილები არიან. ისინი აღნიშნავენ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველმა დღემ მშვიდად ჩაიარა.
„იმის გამო, რომ პირველი გამოცდა იყო, ძალიან ვნერვიულობდი. თუმცა, როცა დაიწყო, ნერვიულობა მთლიანად მომეხსნა,- ამბობს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ქეთი სოტნიკოვი,- თბილისის #133 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ვიყავი.
ძალიან კარგი საკითხები შემხვდა. თუმცა დრო ზუსტად ვერ განვსაზღვრე. კონდიციონერი ჩართულიაო, გვითხრეს, მაგრამ საერთოდ არ იგრძნობოდა. პრობლემა იყო, რომ ძალიან ცხელოდა. პირბადე საერთოდ არ მოგვახსნევინეს და დისკომფორტი ამანაც შემიქმნა“.
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ მარიამ ახალკაცმაც უკვე ჩააბარა გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მარიამი ამბობს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მის სექტორში ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არავის შექმნია.
„ძალიან კმაყოფილი ვარ. საგამოცდო ცენტრში მშვიდი გარემო დაგვხვდა და ყველანაირად გვიწყობდნენ ხელს, რომ თავი კომფორტულად გვეგრძნო. არასაპროგრამო საკითხებიც შემხვდა და საპროგრამოც. მე არასაპროგრამო ავირჩიე, რადგან ამ საკითხზე ბევრი შემეძლო მემსჯელა. გამოცდა ორი წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან ერთ-ერთ აბიტურიენტს დააგვიანდა და დაველოდეთ. შემდეგი გამოცდა 8 ივლისს ინგლისურში მაქვს“,- ამბობს მარიამი.
„ძალიან კარგი საკითხები შემხვდა. დროც ზუსტად მეყო. ეროვნულ გამოცდებს თბილისის #133 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ვაბარებ. ყველაფერი მოწესრიგებული იყო. კონდიციონერიც ჩაგვირთეს“, – ამბობს მარელისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნონა ყიფიანი.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აბიტურიენტებს თავიანთი ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენასა და კარგ შედეგებს ვუსურვებთ.
ლიკა ხიჯაკაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება