

რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა (რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე) დღეს ხარაგაულის კინოთეატრში სპექტაკლის „მთების ბალადა“ პრემიერა გამართა.
სპექტაკლი ეძღვნება ლეგენდარულ მთასვლელებს და-ძმა სიმონ, ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეებს.
იზა ვეფხვაძემ საინტერესოდ და შთამბეჭდავად გვიამბო მთამსვლელების ცხოვრების გზა, მათ მიერ მწვერვალების დალაშქვრისას გადატანილი ძნელბედობა და ორი ძმის – სიმონისა და ალიოშას ტრაგიკული აღსასრული მათთვის სანუკვარი ოცნების – თეთნულდისა და უშბას დალაშქვრისას.
სიმონ და ალიოშა ჯაფარიძეების და ალექსანდრა ჯაფარიძე გახლდათ პირველი მთავასვლელი ქართველი ქალი, რომელმაც არაერთი მყინვარი დაიპყრო.
საამაყოა ლეგენდარული და-ძმის ფასდაუდებელი ღვაწლი ქართული ალპინიზმის ისტორიაში.
სპექტაკლის პრემიერას ესწრებოდა მათი ძმისშვილი დამსახურებული ჟურნალისტი ივანე ჯაფარიძე.
„ბევრი უბედურება გადაიტანა ჩვენმა ოჯახმა, – აღნიშნა ივანე ჯაფარიძემ სპექტაკლის შემდეგ, – დღევანდელმა დღემ თითქოს ხელახლა გააცოცხლა ყველაფერი. ცრემლი ვერ შევიკავე სპექტაკლის მიმდინარეობისას.
დიდი მადლობა იზა ვეფხვაძეს, სიტყვა არ მეყოფა ჩემი განცდების გადმოსაცემად. ქალბატონი იზას ცხოვრების კრედოა, ადამიანებს მიანიჭოს სიხარული და ეს არის მთავარი. მან ჩემიანები გამიცოცხლა. თუმცა, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ჩემი ბიძები და მამიდა ჩემთან არიან და ეს განცდა არასდროს მტოვებს.“
ნინო კაპანაძე
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,