

ხარაგაულის საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განახლდება. ეს ინფორმაცია ექთან შორენა ლოლაძესგან მოვიპოვეთ.
მაისსა და ივნისში ხარაგაულის საავადმყოფოში 357 პირი სინოფარმით აიცრა. მათგან ორივე დოზით 138 პირია აცრილი. ხარაგაულში აცრილთა უმრავლესობა რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქეა.
ბორითის კლინიკაში აცრებს სინოვაკით ექთანი თამარ ქავთარია 28 მაისიდან ატარებს. მისგან აცრილი 180 პირიდან 55 ორივე დოზითაა ვაქცინირებული. პარასკევს, 2 ივლისს, ბორითის კლინიკაში მეორე დოზით აცრა განახლდება.
ხარაგაულში ორივე დოზით აცრილია საავადმყოფოს ათი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექვსი თანამშრომელი. ექთანი შორენა ლოლაძე ამბობს, რომ აცრის მსურველთა რიცხვი მატულობს.
30 ივნისის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 261 652 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 100 072 ადამიანი. აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში