

დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.
საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდახუთივე საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დილის სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა. ოთხმა აბიტურიენტმა დაიგვიანა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატია დარეგისტრირებული.
შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გამოცდები წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. აბიტურიენტებს, რომლებსაც დადასტურებული ექნებათ კორონავირუსი, გამოცდებს მოგვიანებით, სპეციალურად დანიშნულ სესიაზე ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე 2021 წლის გამოცდების მონაწილეებს მიმართავს:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,