

ორივე ინფიცირებული ისლარში ცხოვრობს და ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და საკუთარი ოჯახის წევრებისგან დაინფიცირდნენ.
ხარაგაულში ვირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 686 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 652 პირი გამოჯანმრთელდა, 16 – გარდაიცვალა.
ამჟამად 18 ინფიცირებულიდან საავადმყოფოში ორი პირი მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად თვითიზიოლაციაში 11 პირი რჩება.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოგვიწოდებს, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ – ვატაროთ პირბადე, დავიცვათ პირადი ჰიგიენა და სოციალური დისტანცია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,