

რძის გადამამუშავებელი კოოპერატივი „სარგო“ სოფელ კიცხში ევროპის სამეზობლო პროგრამის – სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) შეიქმნა. ENPARD-ის საგრანტო კონკურსში 700-ზე მეტი მცირე ფერმერული ჯგუფი მონაწილეობდა. კონკურსი წარმატებით გაიარა 35-მა კოოპერატივმა.
„სარგოს“ კოოპერატივის დირექტორ გიორგი გველესიანს ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებულ შეხვედრაზე სიგელი გადაეცა.
საზეიმო ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი, ევროკავშირის ატაშე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხუან ეჩანოვე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.
„პირველად ერთად მოიყარეს თავი ფერმერებმა, აგროექსპერტებმა, მთავრობამ, სტუდენტებმა, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ და მედიამ, – აღნიშნა ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე პროექტის მოდერატორმა აკაკი გოგიჩაიშვილმა, – ეს არის შეხვედრების ახალი ფორმატი, რომელსაც შეუძლია ერთიანი ძალისხმევით გაარღვიოს შეკრული წრე და ამოიყვანოს სოფელი გაჭირვებიდან. ეს ახალი სისტემა ქუთაისში, განათლებისა და პროგრესის უძველეს კერაში, იღებს სათავეს. მეცნიერები შეისწავლიან სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებს, დასახავენ გზებს, მთავრობა შეიმუშავებს სტრატეგიას, რომელსაც განახორციელებს ევროკაშვირის მეშვეობით, ხოლო მედია აუხსნის ამ სტრატეგიის მნიშვნელობას საზოგადოებას, მოუპოვებს მას მხარდაჭერას. ეს კი საბოლოო ჯამში ფერმერს მისცემს კონკრეტული წარმატების მიღწევის საშუალებას.“
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის თქმით, კოოპერატივი არის მთავარი წამყვანი ძალა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. „კოოპერატივის მეშვეობით გაიზრდება წარმოების მოცულობა, ხარისხი და შემოსავლები. სამინისტრო აგრძელებს კოოპერატივების მხარდაჭერას,“ – აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.
შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადილე ბორის
იაროშევიჩმა ისაუბრა ევროკავშირისგან სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერაზე. მან განაცხადა, რომ კოოპერატივების განვითარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო ელემენტი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. მისივე თქმით, გამარჯვებული კოოპერატივები სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის პილოტები არიან. „დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა ევროპაში. საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ევროპის ბაზარზე აქვს დიდი მომავალი,“ – აღნიშნა ბორის იაროშევიჩმა.
ევროკავშირის ატაშემ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხუან ეჩანოვემ ისაუბრა ENPARD-ის საგრანტო კონკურსის შედეგებზე და აღნიშნა, რომ გამარჯვებულებს ჩაუტარდათ ტრენინგები ბიზნესის დაგეგმარებასა და ორგანიზაციულ განვითარებაში, სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტებისგან მიიღეს ტექნიკური რჩევები და შექმნეს მაღალი ხარისხის ბიზნესგეგმა.
ENPARD-ის ფარგლებში კოოპერატივებს მატერიალური აქტივების სახით სხვადასხვა საჭირო აღჭურვილობა გადაეცათ.
გიორგი გველესიანი, კოოპერატივ „სარგოს“ დირექტორი: -გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელმაც უნდა შემოიტანოს და დაამონტაჟოს ჩვენი კოოპერატივის აღჭურვილობა. ამჟამად მიმდინარეობს შენობის რემონტი. როგორც კი შიდა სამუშაოები და ტექნიკური აღჭურვა დასრულდება, მაის-ივნისში პირველ პროდუქციას გამოვუშვებთ.
ქუთაისში ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებისთვის მოეწყო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დღის ბოლოს მოვინახულეთ მცირე ფერმერული კოოპერატივი სოფელ ქვიტირში.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ჯილდოვდება კიცხის რძის გადამამუშავებელი კოოპერატივის „სარგო“ დირექტორი გიორგი გველესიანი
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი