

ხარაგაულის საფუტკრე მეურნეობებში ამ დროისთვის ჩასატარებელ სამუშაოებზე გვესაუბრება მეფუტკრე ლაშა გურგენიძე:
-წელს, შარშანდელთან შედარებით, ადრიანი გაზაფხული გვექნება. ორი კვირით ადრე აყვავდა თხილი და ამიტომ მეფუტკრემაც ადრიანად უნდა შეამზადოს ფუტკარი გაზაფხულისთვის.
ჯერჯერობით კარგი ამინდებია. თებერვალში სიცივეებს თუ დაიჭერს და მოთოვს, ნუ შეგეშინდებათ. უკვე უნდა დავიწყოთ ფუტკრის კანდით კვება. აუცილებელია, რომ კანდთან ერთად პროფილაქტიკის მიზნით ფუტკარს მივცეთ ანტიბიოტიკი და ნიორი.
კანდის მომზადების წესი: 2კგ შაქრის პუდრი უნდა შეურიოთ ერთ კილომდე გამთბარ თაფლს, თან უნდა შეიზილოს ერთი თავი ნიორი, ერთი გრამი ნატრი ან ორი გრამი ოქსი. კანდთან ერთად დაუშვებელია დედის სტიმულატორის მიცემა.
ჩემი რჩევაა, რომ ჯერჯერობით ვაჟინი (სიროფი) არ მისცეთ ფუტკარს. სიცივეში სიროფი ამჟავდება. კანდი, მთელი წელიც რომ ედოს ფუტკარს სკაში, თუ ის ნატურალურ თაფლში მოზელილია, არ გაფუჭდება. კანდს ფუტკარი მაშინ იღებს, როცა სჭირდება.
ამ პერიოდში, ვისაც მოუწესრიგებელი სკები აქვს, სკაში აუცილებლად შევიდოდა მღრღნელები, – განსაკუთრებით კავკასიური ბიგა, რომელიც ფუტკრით იკვებება. მღრღნელები უნდა გაანადგუროთ. სკების ზედაპირული დათვალიერებით მიხვდება მეფუტკრე, ფუტკარი თუ გაქრა სკაში. ასეთ სკებში ჩარჩოები უნდა გადავარჩინოთ.
ჩემი დაკვირვებით, რადგან ადრეული გაზაფხული გვექნება, მეფუტkრემაც ადრიანად უნდა დაიწყოს მუშაობა, რომ შედეგიანი და ეფექტური იყოს მისთვის გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდები.
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,