

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია:
ჩვენი გუნდი მადლობას გიხდით მოთმინებისთვის და ბოდიშს – შექმნილი შეფერხებისთვის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე განმარტა, რომ საქართველომ „კოვაქსის“ პლატფორმიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ორჯერ მიიღო – 13 მარტს 43 200, მეორედ ამდენივე აპრილის შუა რიცხვებში. მესამე პარტია უნდა შემოსულიყო ჯერ მაისის შუა რიცხვებში, შემდეგ 22 ივნისს.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით, კოვაქსის პლატფორმის ფარგლებში ივლისიდან 3 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა ეტაპობრივად მოგვეწოდება.
24 ივნისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 245 380 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 88 754 ადამიანი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,