

ნინოობის დღესასწაული ღონისძიებით აღინიშნა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში (დირექტორი ნინო დიდიძე). ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას წმინდა ნინოს ცხოვრება და მოღვაწეობა გააცნეს, წაიკითხეს წმინდანზე შექმნილი ლექსები, იგალობეს წმინდა ნინოს ტროპარი.
ისტორიკოსმა თამარ მაქაძემ მოსწავლეებს წმინდანის ცხოვრების საინტერესო დეტალები გააცნო და მათ კითხვებსაც უპახუხა. შეკრებილებმა იხილეს ფილმი წმინდა ნინოს შესახებ.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ნინო ბუხნიკაშვილმა აღნიშნა, რომ ღონისძიების მიზანია, ბავშვებს გავაცნოთ წმინდა ნინოს ცხოვრება და მისი ღვაწლი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაში.
ღონისძიების მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდნენ თამარ მაქაძე, ქეთევან ჩაჩანიძე და მზია კუპრაძე.
თამთა გოგოლაძე
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,