

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ხარაგაულში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულები ბორითის, ვარძიის, ხონისა და დაბა ხარაგაულის მაცხოვრებლები არიან.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 682 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 627 გამოჯანმრთელდა, 16 – გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 17 პირი თვითიზოლაციაშია. ინფიცირებულთაგან საავადმყოფოში 4 პირი იმყოფება. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. დანარჩენები სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობენ.
გუშინ, 21 ივნისს, კორონავირუსზე გეგმიური ტესტიტება ხარაგაულისა და ბორითის კლინიკების მედპერსონალს და ძირულას ხეობის სოფლებში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ჩაუტარდათ. მათი ტესტირების პასუხები დღეს გახდება ცნობილი.
გეგმიური ტესტირებები კორონავირუსზე უკვე ჩაუტარდათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი დანარჩენი საბავშვო ბაღების თანამშრომლებს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,