

28 იანვარს, 14:00 საათზე, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა როინ ხიჯაკაძის სარჩელის დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
როგორც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 20 იანვარს გამოტანილ განჩინებაშია აღნიშნული, 2015 წლის 15 იანვარს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა როინ ხიჯაკაძემ და მოითხოვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ივლისის #19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის #55-ე დადგენილების ბათილად ცნობა.
სასამართლოში მოპასუხე მხარეა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,