

ხარ სამუშაოს მაძიებელი, ცხოვრობ იმერეთში და გსურს დაეუფლო პროფესიას? მაშინ პროექტი „ისწავლე დასაქმებისთვის“ შენთვისაა.
დასაქმების ხელშეწყობის პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ 2021 წელს დაიწყო.
პროექტი სამწლიანია და მას განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ახორციელებს.
„იმერეთში, ისევე როგორც დანარჩენ ხუთ რეგიონში, უკვე გავხსენით დასაქმების ცენტრები, სადაც დასაქმების მსურველ პირებს შეუძლიათ მივიდნენ ან დარეკონ. ჩვენი ოპერატორები მათ მონაცემებს ჩაიწერენ და სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში შეიყვანენ.
მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საჯარო სექტორთან და კერძო ბიზნესთან, ისინი ვაკანსიების შესახებ გვატყობინებენ. თუ სამუშაოს მაძიებლის მონაცემები და მოთხოვნები ვაკანსიასთან თავსებადია, ჩვენ ვუკავშირდებით სამუშაოს მაძიებელს და ვთავაზობთ ამ ვაკანსიას.
ამასთან ერთად, პროექტის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებს ვთავაზობს უფასო ტრენინგკურსებს, სადაც შევასწავლით, როგორ უნდა მოამზადონ CV, სამოტივაციო წერილი და მოიძიონ სასურველი სამსახური; ვასწავლით გასაუბრების ტექნიკას; ვუხსნით, რა ფსიქოლოგიური მომენტებია, როგორ უნდა წარმოაჩინონ ეფექტურად საკუთარი თავი,“ – ამბობს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ქიტიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ბათუმსა და გორში გაიმართა დასაქმების ფორუმები, სადაც სამუშაოს მაძიებლებს ბიზნეს სექტორთან უშუალოდ შეხვედრისა და გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ.
ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელია, სამუშაოს მაძიებლები:
პროექტში ჩართვა შეუძლია 18 წელს ზემოთ ასაკის მქონე ნებისმიერ პირს, განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიუხედავად“.
სამუშაოს მაძიებლებმა იმერეთში შეუძლიათ მიმართონ დასაქმების ცენტრს ქუთაისში მისამართზე: გრიშაშვილის ქ. მე-4 შესახვევი #8, ან დაუკავშირდნენ ტელეფონით: 551 18 18 70; 595 67 67 60.
ფოტოზე: დასაქმების ფორუმზე ბათუმში
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში