მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 20 ცალი 22 000 ევროს (90,000 ლარის) ღირებულების უახლესი მოწყობილობა გადასცა.

ეს პასპორტის წამკითხველები განთავსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და მათ მესაზღვრე-კონტროლიორების მომზადებისთვის გამოიყენებენ.

„ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ევროკავშირის მიერ დღეს შს სამინისტროსთვის გადაცემული აღჭურვილობა საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს უკანონო მიგრაციას და დანაშაულს.

აღნიშნული წარმოადგენს ევროკავშირის ფართო მხარდაჭერის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საზღვრების თანამედროვე სტანდარტებით მართვის და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა.

აღნიშნული პროექტი, რომლის ბიუჯეტია 6 მილიონი ევრო (24 მილიონი ლარი), წარმოადგენს – ევროკავშირის უსაფრთხოების, ანაგრიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE) პროგრამის ნაწილს. უკანასკნელ წლებში, ევროკავშირი საქართველოს მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში ეხმარება.