ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, კიცხელი 85 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა. პაციენტი თბილისში ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა და სტაციონარში გარდაიცვალა. პაციენტი დიაბეტით იყო დაავადებული.

17 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ხარაგაულში პირველად დაფიქსირებიდან ამ დრომდე, კორონავირუსით 678 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 626 გამოჯანმრთელდა, 16 – გარდაიცვალა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად 38 ინფიცირებულიდან, 4 პაციენტი სტაციონარში მკურნალობს, მათგან ერთ-ერთი – ერთ წლამდე ასაკის ბავშვია, რომელსაც თანმხლები დაავადება (გულის მანკი) აღენიშნება და მძიმე მდგომარეობით თბილისშია გადაყვანილი, დანარჩენი 34 პაცინტი კი სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, მკურნალობს.

დღეს დასრულდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომელთა კორონავირუსზე გეგმიური ტესტირება. გუშინ ჩატარებული ტესტირებების ყველა პასუხი უარყოფითია.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს გისურვებთ.

ამისათვის, მოგიწოდებთ, რომ დავიცვათ ინფექციონისტთა რეკომენდაციები – დისტანცირება, პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება.