

ბავშვთა უფლებების, მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და განათლების კოალიციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა და განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით COVID-19-ის შედეგად მიღებული ზარალის შემცირებასა და სახელმწიფო ინტერვენციების განხორციელების ხელშეწყობას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ბავშვთა უფლებების დაცვა, საქართველოში მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერება, ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებაზე მოსწავლეთა ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის გაზრდა, რაც სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წამოადგენს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,