„იმერული რექვიემით“ წარდგება მაყურებლის წინაშე 15 ივნისს, 16:00 საათზე,ხარაგაულის სახალხო თეატრი.

„ახლა საოცარი გულის ფრიალი გვეწყება, – ემოციებს გვიზიარებს რეჟისორი ირინე ჩხეიძე, – გელოდებით ჯადოსნურ ამბავში, რომელსაც „იმერული რექვიემი“ ჰქვია. რატომ ავირჩიე ეს პიესა? იმიტომ, რომ გარკვეულწილად, ეხმაურება ჩვენს დღევანდელ ყოფასა და განწყობას.

შურა ექთანი, კაბირია, პისტი, ტატიანა, კლავდია, გულთმისანი, ვალოდია, როსტომი, სამუელა – კოლორიტული და სევდიანი პერსონაჟები ფსიქიატრიულ კლინიკაში, წინწკილაზე დაბრუნებას ცდილობენ.

შურა ექთნისა და მისი პაციენტები დალაგებულ ცხოვრებაზე ფიქრობენ, ფანტაზიორობენ, ზეიმობენ, წუხან. რა მოჰყვება მათ მცდელობას, რომ დაბრუნდნენ წინწკილაზე, მაყურებელი ფინალში ნახავს“.

წინწკილას ბინადრების როლებს ასრულებენ:

შურა – ირინე ჩხეიძე;
კაბირია – ლია ჭიპაშვილი;
პისტი – მაია ბერაძე;
ვალოდია – ვასილ კიკნაძე;
როსტომი – ბათუ კიკნაძე;
ტატიანა – ლუიზა კიკნაძე;
გულთმისანი – დავით ჭყოიძე;
კლავდია – ირმა სხილაძე;
სამუელა – ბექა ხიჯაკაძე.

სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელია ანუშკა ჩხეიძე, მხატვარი – გაიოზ შუბითიძე, ოპერატორები – დავით კვირიკაშვილი, ირაკლი შარიქაძე, ზაზა ტაბატაძე, ავთო კვირიკაშვილი, გრიმიორი – ლიკა თაბუკაშვილი, რეკვიზიტორი – მაია ვარდოსანიძე.

სპექტაკლის პრემიერაზე ხარაგაულის კინოთეატრში მაყურებელი კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით დაიშვება. 300-კაციან დარბაზში სპექტაკლს მხოლოდ 150 მაყურებელი დაესწრება.

სპექტაკლის განმეორებითი ჩვენება ხარაგაულის კინოთეატრში 18 ივნისს, 17:00 საათზეა, დაგეგმილი.

ნინო კაპანაძე

„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტმა ლიკა ხიჯაკაძემ ეს ფოტოები სპექტაკლის „იმერული რექვიემის“ გენერალურ რეპეტიციაზე გადაიღო.