ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ზაფხულის არდადეგებზე სამყაროს შესწავლის საუკეთესო საშუალება არის კითხვა. წელს ამერიკის საელჩო იწვევს ქართველ ბავშვებს, მონაწილეობა მიიღონ საელჩოს საზაფხულო კითხვის გამოწვევაში.
„წიგნებს შეუძლიათ თქვენი წაყვანა მსოფლიოს ყველა კუთხეში და სამყაროს მიღმაც. კითხვა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება ცხოვრებაში და ადრეული ასაკიდან დაწყება კითხვის ჩვევად ქცევაში გვეხმარება“, – ამბობს ელჩი დეგნანი, – საზაფხულო გამოწვევა კითხვაში არის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული ტრადიცია. მილიონობით ამერიკელი ბავშვი ამ ზაფხულსაც კითხვაში გაატარებს. Ჩვენ ვიწვევთ ქართველ ბავშვებს, იკითხონ ჩვენთან ერთად“.
Პროგრამა მარტივია: აირჩიეთ წიგნი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, წაიკითხეთ, შეავსეთ ამერიკული სივრციდან მიღებული წიგნის ფორმა და დაუბრუნეთ მათ 10 სექტემბრამდე.
ბავშვებს შეუძლიათ, რომ წიგნები გამოიტანონ ამერიკული სივრციდან, საჯარო, სკოლის ან ოჯახის ბიბლიოთეკიდან, ითხოვონ მეგობრებისგან, ან ოჯახის წევრებისგან, შეიძინონ მაღაზიაში, ან ნახონ ნებისმიერ ხელმისაწვდომ ადგილას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი წიგნი ინგლისურად ან ქართულად, მხატვრული ან არამხატვრული ლიტერატურა.
ნებისმიერი ბავშვი, რომელიც 100 გვერდს მაინც წაიკითხავს, მიიღებს ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ხელმოწერილ ვერცხლის სერტიფიკატს. ბავშვები, რომლებიც 500 გვერდს მაინც წაიკითხავენ, მიიღებენ ოქროს სერტიფიკატს. ქულები ინგლისურად წაკითხული გვერდებისთვის გაორმაგდება.
Პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, წიგნები ინგლისურ და ქართულ ენებზე და წიგნის წაკითხვის შემდეგ შესავსები ფორმები შეგიძლიათ, ნახოთ ამერიკულ სივრცეში თქვენთან ახლოს:
მოვუწოდებთ ყველას, ვისაც უყვარს კითხვა, ბავშვებს, ახალგაზრდებსა და უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ჩაერთონ ამ კამპანიაში და გააზიარონ ზაფხულში საკითხავი წიგნები სოციალურ მედიაში ჰეშთეგებით: #SpendYourSummerReading და #TbilisiWorldBookCapital.
22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ექვსი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო
პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის
2024 წლის 17 აპრილს გავრცელებული