ტაძრის მშენებლობის ფონდის ფინანსური მენეჯერის, ბერიკა დუშუაშვილის, ინფორმაციით, სამრეკლოს მშენებლობა მთლიანად შემოწირულობებით მიმდინარეობს.

„საძირკველისთვის მიწა ამოვიღეთ, – ამბობს ბერიკა დუშუაშვილი, – ახლა რკინა-ბეტონის სამუშაოები დაიწყება. სამრეკლო სამსართულიანი იქნება. სამრეკლოს მონოლითის ჩასხმა რამდენიმე ეტაპად გვაქვს დაგეგმილი.

რკინა-ბეტონის სამუშოების დასრულების შემდეგ ქვით მოპირკეთებას დავიწყებთ.

სამრეკლოს მშენებლობისთვის 200 ათას ლარამდე თანხაა საჭირო. ფინანსურად გვეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება და ეპარქია, შემომწირველების ნაწილი – სამშენებლო მასალებით.

ზუსტად როდის დასრულდება სამრეკლოს მშენებლობა, ვერ გეტყვით, ეს დაფინანსებაზეა დამოკიდებული.

ამის შემდეგ გალავნის მშენებლობა და ტაძრის ეზოში არსებული ძველი სამლოცველოს შენობის გადახურვა და მოპირკეთება დაიწყება“.

შეგახსენებთ ხარაგაულის მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის საბანკო რეკვიზიტებს:

თიბისი ბანკი
GE48TB7626636080100007 ლარი
GE33TB7626636180100002 USD
GE33TB7626636180100002 EUR

საქართველოს ბანკი
GE02BG0000000162433385 ლარი
GE02BG0000000162433385 USD.
GE02BG0000000162433385 EUR

ლიბერთი ბანკი
GE18LB0115168146434000 ლარი
GE61LB0115168146434002 USD