დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ცენტრის ახალი ვებგვერდი შექმნა.

კომუნიკაციების სპეციალისტი ციფრულ მარკეტინგში, თამარ ჯობავა ამბობს, რომ ვებგვერდის vaccines.ncdc.ge მიზანია, აუდიტორიას მიაწოდოს სანდო, სრულყოფილი და უახლესი ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინებსა და ვაქცინაციის პროცესზე.

მთავარი მიზანი ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ვებგვერდი ინტერაქტიული და დაგავაკვშირებთ ჯანდაცვის სამინიტროს ცხელ ხაზზე.

მთავარ გვერდზე მოცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების რუკა, რომლებიც იმუნიზაციის პროცესში არიან ჩართულები. აქვე გაეცმობით, კონკრეტულ საავადმყოფოში რომელი ვაქცინებია ხელმისაწვდომი.

საგანამანთლებლო ინფორმაციას ძალიან დიდი ნაწილი ეთმობა. გაეცნობით ინფორმაციას იმუნიზაციის პროცესზე, როგორია ქვეყნის მზაობა, აცრების პროცესში რომელი უწყება რაზეა პასუხისმგებელი, სტატისტიკას და აცრებისთვის რეგისტრაციის პროცედურებს.

მოცემულია ინფორმაცია ვაქცინების ტიპებზე და მათ გვერდით მოვლენებზე. ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი ვიდეო რგოლში მოგვითხრობს ვაქცინაციის შემდეგომ შესაძლო უკუჩვენებზე.

ვებგვერდზე გაეცნობით ინფორმაციას, თუ როგორია „ცივი ჯაჭვი“ – რა გზას გადის ვაქცინა, სანამ ავიცრით. როგორ ხდება მათი ტრანსპორტირება, სად და რა პირობებში ინახება, რამდენად მზადაა ასაცრელად სამედიცინო პერსონალი და სხვ.

სტატისტიკური მონაცემებით შევიტყობთ, რომელი რეგიონი ლიდერობს აცრებით, რომელი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები იცრიან, სად არის იმუნიზაციის პროცეში ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები.

ყველა საინფორმაციო და საგანმანათლებლო მასალა ვებგვერდზე ჯანმრთელობის მსოფლიო დაცვის ორგანიზაციის ექსპეტრტების რეკომენდაციით შემუშავდა.

ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ინფორმაცია იმ პარტნიორებსა და დონორებზე, რომლებიც საქართველოს იმუნიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში ეხმარებიან.

ვებგვერდი vaccines.ncdc.ge ევროკავშირის და ჯანმოს ფინასური მხარდაჭერით შეიქმნა.

ნინო კაპანაძე