
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ორ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს.
4 მაისიდან აცრები ხარაგაულის საავადმყოფოში განახლა, ხოლო 28 მაისს – ბორითის კლინიკაში დაიწყო.
ხარაგაულის საავადმყოფოში აცრებს ექთანი შორენა ლოლაძე ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს ჩინური ვაქცინა სინოფარმით ატარებს.
შორენა ლოლაძის ინფორმაციით, 11 ივნისის მონაცემებით ხარაგაულის საავადმყოფოში 337 პირია აცრილი, მათგან ორივე დოზით – 115. ხარაგაულის საავადმყოფოში სულ ოროვე დოზით საქართველოს 17 მოქალაქე აიცრა, დანარჩენები რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები ჩინეთის მოქალაქეები არიან. 15 და 17 ივნისს ხარაგაულის საავადმყოფოში მოქალაქეები მეორე დოზით ასაცრელად არიან დარეგისტრირებული.
ბორითის კლინიკაში აცრები 28 მაისიდან ჩინური ვაქცინა სინოვაკით ყოველ პარასკევსა და შაბათს ტარდება.
ექთან თამარ ქავთარიასგან მოპოვებული ინფორმაციით, მომავალ პარასკეევს, 18 ივნისს, პირველი დოზით ასაცრელად დარეგისტრირებულთა აცრები დასრულდება.
ბორითის კლინიკაში, დღევანდელი მდგომარეობით აცრილია 74 პირი. მათგან 62 საქართველოს მოქალაქეა, 12 ჩინეთის, 2 – ირანის. დღეს, 11 ივნისს, ბორითის კლინიკაში აცრის 26 მსურველია დარეგისტრიებული.
ხარაგაულში ორივე დოზით ასევე აცრილია ხარაგაულის საავადმყოფოს ათი თანამშრომელი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხუთი ექიმი.
ექთნები შორენა ლოლაძე და თამარ ქავთარია ამბობენ, რომ, ჯერჯერობით არც ერთ აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.
ხარაგაულისა და ბორითის საავადმყოფოებში, მათი მენეჯერების, მაკა ქასრაშვილისა და გიორგი ამურველაშვილის ინფორმაციით, აცრისთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა წესი დაცულია. ორივე კლინიკაში აცრების დროს ადგილზეა რეანიმატოლოგი. ასაცრელად დარეგისტრირებულ პირებს აცრამდე უზომავენ ტემპერატურას, ავსებენ კოვიდპასპორტს და სპეციალურ კითხვარს.
11 ივნისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 197 114 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 61 315 ადამიანი.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა
ელენე აბაშიძე გამოჩენილი მეცნიერი, გეოგრაფი, კარსტოლოგი,
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან
ხარაგაულის პედაგოგთა საზოგადოებას გამოაკლდა
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“