
ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში 2021 წლის მარტიდან განხორციელდა პროექტი „ჯანსაღი ცხოვრება – ჯანმრთელი მომავალი“.
პროექტში ჩართული იყო სკოლის ყველა მასწავლებელი და მოსწავლე. პროექტის ფარგლებში ორი თვის განმავლობაში 30-მდე შემეცნებითი, სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდა. სკოლაში დაინერგა და ყოველ დილით ტარდებოდა დილის გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები.
ამ პროექტის ფარგლებში სკოლის ექიმი I-XII კლასებში მოსწავლეებს ესაუბრა ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სწორ კვებაზე, პირად ჰიგიენასა და სპორტულ აქტივობებზე. მოსწავლეებთან საუბრისას სკოლის ექიმი ასაკობრივ თავისებურებებს ითვალისწინებდა.
პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ხალისი და ინტერესი გამოიწვია სპორტულმა აქტივობებმა, რომელიც სხვადასხვა სახეობებში – მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში, მინი ფეხბურთში, მოკლე და გრძელ მანძილზე რბენაში, ფრენბურთსა და მკლავჭიდში – გაიმართა. სპორტულ შეჯიბრებებში, მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლები და მშობლები მონაწილეობდნენ.
უცხო ენის კათედრამ მოამზადა პრეზენტაციები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, დაამზადა საინფორმაციო ბუკლეტები და დაარიგა თემში; ხოლო სკოლაში ჯანსაღი შაურმა მოამზადა და ბავშვებს გაუმასპინძლდა.
საბუნებისმეტყველო კათედრაზე იმსჯელეს სიგარეტის, ალკოჰოლის, ნარკოტიკისა და გენმოდიფიცირებული საკვების მავნებლობაზე, ტელეფონისა და რადიაციის საფრთხეებზე.
მათემატიკის კათედრაზე დაითვალეს დღიური კალორაჟი, შეადგინეს კვების გეგმა, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.
ამ პროექტის ფარგლებში ბავშვებმა დაამზადეს ეკო პლასტელინები, ეკო ცარცები, უშაქრო კანფეტები, გახსნეს კომპოსტი და ორგანული სასუქი დაარიგეს თემში.
მოსწავლეებმა იმსჯელეს პანდემიების ისტორიაზე მსოფლიოსა და საქართველოში. მოიძიეს უამრავი ინფორმაცია, დაახარისხეს, დაამუშავეს და წარმოადგინეს პოსტერი ჯანსაღი ცხოვრების წესზე.
ბავშვებმა ასევე იმუშავეს სტერეოტიპების წინააღმდეგ, განიხილეს სხვადასხვა დაავადებები, იმსჯელეს ტიპიური განვითარების პრობლემებზე და წაკითხული წიგნი – რ. ჯ. პალაციოს „საოცრება“ შეაჯამეს kahoot-ის საშუალებით; აგრეთვე გაეცვნენ შავი ჭირის დაავადებსა და სოფელ ანატორის ისტორიას.
პირველკლასელები იმყოფებოდნენ ლაშქრობაზე სალაშქრო წესების დაცვით და კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით.
8 ივნისს, სკოლის ეზოში, პროექტი საზეიმოდ დაიხურა. საზეიმო კონცერტის თანხლებით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა აქტივობებში მიღწეული წარმატებისთვის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
მადონა ულუმბელაშვილი
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა
ელენე აბაშიძე გამოჩენილი მეცნიერი, გეოგრაფი, კარსტოლოგი,
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან
ხარაგაულის პედაგოგთა საზოგადოებას გამოაკლდა
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“