

ბორითში პოლიციის შენობა და ხევში ამბულატორია რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალშია.
რაც შეეხება სამაშველო სამსახურს, ბორითში ის, ამ დრომდე, არასდროს ყოფილა. ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, ამ სამაშველო სამსახურის შექმნა უახლოეს ხანში იგეგმება.
ბორითში პოლიციისა და სამაშველო სამსახურების შენობები გვერდიგვერდ განთავსდება. ხარაგაულის თვითმმართველობამ მათ ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტროს 2 596 კვმ მიწა გადასცა.
საკრებულოს ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თამჯდომარის მოადგილე აკაკი მაჭავარიანი ამბობს, რომ სამაშველო სამსახურის შექმნა მოლითშიც აუცილებელია.
ხევში საექიმო ამბულატორიის აშენება, 100 კვმ მიწის ფართობზე, ხევის საბავშვო ბაღისა და ხევის საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.
ხარაგაულის თვითმმართველობამ რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღისა და ხევის საზოგადოებრივი ცენტრისთვის 2 662 კვმ მიწა კერძო პირისგან გასულ და მიმდინარე წელს შეიძინა.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ხევის ამბულატორიის შენობა
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი