

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციასთან ერთად მუნიციპალიტეტის 26-ვე სკოლიდან თითო უმცროსკლასელი მოსწავლე, მშობლებთან ერთად, საახალწლო ნაძვის ხეზე მიიწვია.
რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ, განათლების პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლალი სებისკვერაძემ, რესურსცენტრის პედაგოგმა თინათინ ბოჭორიშვილმა ახალი წლის დადგომა და შობა მიულოცეს შეკრებილთ.
მოწვეულ უმცროსკლასელებს კარგად სწავლა, ღირსეულ მამულიშვილებად აღზრდა, პროფესიონალებად ჩამოყალიბება და ძლიერ, დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება უსურვეს.
მილოცვისა და კეთილი სურვილების შემდეგ ხარაგაულელი უფროსკლასელებისა და მოწვეული ბავშვების ძალისხმევით საახალწლო ზეიმი გაიმართა.
თოვლის ბაბუამ საახალწლო ზეიმის მონაწილეები ნობათით დაასაჩუქრა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,