ხარაგაულში, სოფელ საღანძილეში ბიბლიოთეკა საექიმო ამბულატორიაში ფუნქციონირებს, ხოლო სოფელ წყალაფორეთში – ბიბლიოთეკარის სახლში.
„წყალაფორეთის ადმინისტრაციული შენობა, სადაც ბიბლიოთეკაც იყო განთავსებული, 2012 წელს დაინგრა და მას შემდეგ წიგნადი ფონდი ბიბლიოთეკარის სახლშია, – ამბობს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საბიბლიოთეკო მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი, – საღანძილეში ბიბლიოთეკა 2019 წლის ბოლომდე ადმინისტრაციულ შენობაში ფუნქციონირებდა.
ადმინისტრაციული შენობა დაანგრიეს და მის ადგილზე საბავშვო ბაღი აშენდა. ბიბლიოთეკის ახალი შენობების ასაგებად კულტურისა და ხელოვნების ცენტრს ფინანსები არ აქვს“.
საღანძილის ბიბლიოთეკარი მარინე ბერაძე-კიკნაძე ამბობს, რომ საექიმო ამბულატორიაში შეხიზნულებს მკითხველების მომსახურება უჭირთ.
„საკმაოდ ბევრი მკითხველი გვყავს, – ამბობს მარინე ბერაძე, – უფრო მეტად საღანძილის სკოლის მოსწავლეები გვაკითხავენ. ზაფხულზე, სოფლებში დამსვენებლები რომ ჩამოვლენ, მკითხველთა რიცხვი გაიზრდება. უხერხულია, მკითხველის საექიმო ამბულატორიაში მიღება“.
„საღანძილეში საბავშვო ბაღის შენობის უკან არის მაღაზია, რომელსაც კერძო პირი ფლობს, – ამბობს საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით კიკნაძე, – მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ამ პიროვნებასთან შენობისა და მიმდებარე ფართის მუნიციპალიტეტისთვის გადმოსაცემად.
გვსურს, საღანძილეში ადმინისტრაციული შენობა და ბიბლიოთეკა სოფლის ცენტრში, საბავშვო ბაღის, ამბულატორიისა და სკოლის მიმდებარედ განთავსდეს. შესაბამისი ფართის მოძიების შემდეგ პროექტისა და მშენებლობის ფინანსების მოძიებაზე ვიზრუნებთ.
წყალაფორეთის ბიბლიოთეკას კი ფართი, შესაძლოა, სკოლის ახალ შენობაში გამოეყოს“.
ნინო კაპანაძე
პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის
2024 წლის 17 აპრილს გავრცელებული
ევროკავშირის სანქციებმა უკვე მნიშვნელოვნად შეასუსტა რუსეთის
მეთოთხმეტე წელია, სრულიად საქართველოს
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული