

7 ივნისს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში, რომელიც, ამავდროულად, სხდომათა დარბაზია, 34 პირი იმყოფებოდა.
კაბინეტში კოვიდრეგულაციების დაცვა შეუძლებელია. ეს ფაქტი დეპუტატმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ თემურ ფცქიალაძემ გააპროტესტა.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე აცხადებს, რომ ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე დარბაზი ჩიტებისგან დაბინძურებულია და იქ სხდომის ჩატარება შეუძლებელია.
„სირცხვილია, მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანო კოვიდრეგულაციებს არღვევდეს და სხვებს მათი დაცვისკენ მოუწოდებდეს, – აღნიშნა თემურ ფცქიალაძემ, – მერიისთვის დროულად უნდა მიგვემართა და დარბაზი მოეწესრიგებინათ. რატომ ექცევა მერია ასე საკრებულოს?! საკრებულო თავის სიმაღლეზე უნდა დადგეს“.
ნინო კაპანაძე
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.