

18 ივნისს ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის მინი ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყება.
ჩემპიონატში ჩასართავად მსურველმა გუნდებმა 13 ივნისამდე სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში განაცხადი უნდა წარადგინონ. თითოეულ გუნდში შეყვანილი უნდა იყოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები 12 მონაწილე ასაკით 45+.
ტურნირს ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის მიერ დამტკიცებული მსაჯთა კოლეგია გაუძღვება.
გამარჯვებული გუნდი თასითა და ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდება.
ტურნირში მონაწილეობის მისაღებად დაუკავშირდით გოჩა გელაშვილს ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 514 15 12 12.
ფოტოზე: მინი ფეხბურთის სტადიონი ხარაგაულში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,