

2021 წლის ზაფხულის სეზონზე, ჰაერის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი.
სპეციალისტები, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40 გრადუსამდე, მთიან რაიონებში +36, +39, მაღალმთიან რაიონებში კი, +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ.
ატმოსფერული ნალექის რაოდენობა სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე – ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, ქართველი ექსპერტების მიერ კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-23) მომზადებული 2021 წლის ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს ეყრდნობა.
საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +21, +23; მთაში +19, +21; მაღალ მთაში +15, +17; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +21 +23; მთაში +17, +19; მაღალ მთაში +14, +16 გრადუსს შეადგენს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,