ხარაგაულში ქართული თეატრის დღე საგარეჯოს მიხეილ ჭიაურელის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლით „სისტემა“ (სცენარის ავტორი და რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი) აღინიშნა.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი საგარეჯოს თეატრს 2013 წელს დაუმეგობრდა და საგარეჯოელი მაყურებლის წინაშე წარდგა სპექტაკლით „თანამდევი სული“ (რეჟისორი და სცენარის ავტორი ირინე ჩხეიძე).
საუკუნოვანი თეატრების დამეგობრების ინიციატორია ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობი ნიკო წიკლაური, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გორანადანაა.
საგარეჯოს თეატრი 1876 წელს დაარსდა. ხარაგაულში მათ 140-ე სეზონი გახსნეს.
„სისტემა“ – არაჩვეულებრივი სპექტაკლი მოხუცთა თავშესაფარში მყოფთა სევდიანი ისტორიებით; სისტემა, არა მხოლოდ თავშესაფრის, რომელიც არ იცვლება, – პროტესტი მანკიერი რეალობისადმი; ადამიანის მუდმივი სწრაფვა თავისუფლებისაკენ, ბრძოლა ღირსებისათვის და ზნეობრივი გმირის კათარზისი – ეს გახლდათ სპექტაკლის მთავარი სათქმელი.
ცალკე აღსანიშნავია მსახიობთა მაღალი პროფესიონალიზმი და ბრწყინვალე საშემსრულებლო ოსტატობა, სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება.
ხარაგაულელმა მაყურებელმა სპექტაკლი გულთბილად და ემოციურად მიიღო, დიდხანს არ ცხრებოდა ტაში და ოვაცია.
ხარაგაულის კულტურის ცენტრის დირექტორმა ვასილ კიკნაძემ, კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ და მსახიობმა ლუიზა კიკნაძემ მადლობა გადაუხადეს საგარეჯოს თეატრს და მის შესანიშნავ დასს ხარაგაულში სტუმრობისათვის.
ორი თეატრის მეგობრობა მომავალში კიდევ მრავალ ლამაზ დღეს მიითვლის.
ნინო კაპანაძე
2024 წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერიმა მეთიუ მილერმა
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით,
10 დეკემბერს ევროკავშირმა საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეების,
საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ
თითქმის ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა იცავს თავის