

ეპიდვითარება თუ არ გართულდა, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ხელმძღვანელობით, ხარაგაულში ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დაიწყება.
ამის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელის, მირიან შარიქაძესგან მოვიპოვეთ.
„კალათბურთის ჩემპიონატი ახლადაშენებულ კალათბურთის სტადიონზე გაიმართება, რომელსაც ჩვენ „ინიციატორთა არენას“ ვეძახით, – ამბობს მირიან შარიქაძე, – ვფიქრობთ, ქუჩის კალათბურთი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩავატაროთ. რეგისტრაციას რაც შეეხება, ტურნირამდე ცოტა ხნით ადრე ჩვენს ფეისბუქგვერდზე განვათავსებთ ინფორმაციას. სწორედ მაშინ უნდა მოგვწერონ მსურველებმა“.
ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი ხარაგაულში 2012 წლიდან ყოველ ზაფხულს ტარდება, თუმცა შარშანდელი წელი გამონაკლისი იყო – სტადიონის არარსებობისა და ეპიდვითარების გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ჩემპიონატი ვერ გაიმართა.
ლიკა ხიჯაკაძე
ფოტოზე: კალათბურთის სტადიონი ხარაგაულში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,