

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი 19 და 20 ივნისს სამხატვრო პლენერს „გამა“ გამართავს. პლენერი ვერტყვიჭალაში, რესტორან „მარანის“ ეზოში გაიხსნება. ამის შემდეგ მხატვრები ერთი დღე-ღამის განმავლობაში იცხოვრებენ ხარაგაულის სხვადასხვა სოფლებში, ოჯახებში, სადაც მხატვრულ ტილოებს შექმნიან.
„წელს სასიამოვნო სიახლე გვაქვს, – ამბობს ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე, – პლენერის გახსნისა და დახურვის დღეს, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები მხატვრებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის კონცერტებს გამართავენ.
პლენერში მონაწილეობის მსურველ მხატვრებს ვთხოვთ, 12 ივნისამდე მოგვწერონ, შეგვეხმიანონ და მონაწილეობის სურვილი გამოხატონ.
პლენერის პირობები იგივეა, რაც გასულ წლებში. მხატვრები თავიანთი ხარჯებით შექმნიან ტილოებს და ლიტერატურულ თეატრს საჩუქრად გადასცემენ. პლენერის გახსნასა და დახურვაზე მსურველთა დასწრება თავისუფალია.
თბილისიდან ტრანსპორტირების შესახებ, მონაწილე ხელოვანებს დამატებით ინფორმაციას 17 ივნისს მივაწვდით“.
პლენერი „გამა“ წელს მეექვსედ ჩატარდება.
ფოტოზე: პლენერზე „გამა“, 2020 წ.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში