
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს – „საჯარო სკოლის 2021 წლის საუკეთესო დირექტორი“.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორს, რომელსაც აქვს დირექტორად მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იმ სკოლაში, რომელ სკოლაშიც მოქმედი დირექტორია კონკურსის გამოცხადების მომენტში.
რეგისტრაცია 2021 წლის 30 მაისიდან დაიწყო და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
კონკურსში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს:
ა) საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორს;
ბ) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს;
გ) განათლების სფეროში მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
დ) საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
„ბ“ – „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ დირექტორის კანდიდატურის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შემდეგ, ცენტრი წერილობით მიმართავს დირექტორს, რათა მან შეავსოს დანართით განსაზღვრული ფორმა, ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში.
კონკურსში მონაწილე დირექტორმა განაცხადს (განაცხადის ფორმა) თან უნდა დაურთოს ვიდეო (არაუმეტეს 5 წუთის ხანგრძლივობის), სახელწოდებით „ჩემი სკოლის ყველაზე დიდი მიღწევა“.
საკონკურსო ვიდეოები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sauketesodirektori@gmail.com
კონკურსში გამარჯვებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
კონკურსის ეტაპებია:
(კომისიის არანაკლებ 3 წევრი ადგილზე გაეცნობა დირექტორის საქმიანობას; შედგება ინტერვიუები სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და ადგილობრივი საზოგადოების (თემის) წარმომადგენლებთან).
საჯარო სკოლის 2021 წლის საუკეთესო დირექტორის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია/კომისიები (შემდგომში – კომისია).
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს.
საკონკურსო აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის