

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში მცხოვრები მარინა შარიქაძე წუხს, რომ აგრობარათზე დარიცხული ქულებით ვერ ისარგებლა.
„აგრობარათი გასულ წელს ავიღე. მაშინ გვითხრეს, რომ ამ ბარათებს 2021 წლის მაისის ბოლომდე ექნებოდა ვადა.
წელს მაისის დასაწყისში მივედი მაღაზიაში სასუქის შესაძენად, მაგრამ სასუქი არ ჰქონდათ. რადგან ვიცოდი, რომ ბარათს მაისის ბოლომდე ექნებოდა ვადა, მაღაზიაში განმეორებით 22 მაისს მივედი. თუმცა მითხრეს, რომ აგრობარათზე დარიცხული ქულებით სარგებლობის ვადა 20 მაისს დასრულდა.
150 ქულა მქონდა ბარათზე, მაგრამ გამიუქმდა. ახლა იძულებული ვხდები, რომ სასუქი ფულით შევიძინო. ხალხი უკმაყოფილოა, – სანამ არ გამოვიყენებდით ამ ბარათებს, ძალაში უნდა ყოფილიყო.
მივაკითხე სოფლის მეურნეობის სამსახურში ვაჟა მაჭავარიანს. მოვითხოვთ, რომ ეს აგრობარათები გამოგვაყენებინონ და ნუ გაგვიუქმებენ“, – ამბობს მარინა შარიქაძე.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტი ვაჟა მაჭავარიანი ამბობს, ეს პრობლემა მისთვის ცნობილია, რადგან ქალბატონი მარინა მასაც დაუკავშირდა.
„აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენება მხოლოდ 20 მაისამდე შეიძლებოდა, – – ამბობს ვაჟა მაჭავარიანი, – ამ საკითხზე სოფლის განვითარების სააგენტოს იმერეთის სამმართველოს ვესაუბრე, მაგრამ აგროქულების დაბრუნება შეუძლებელია. ეს იყო სახელმწიფოს მიერ შექმნილი სპეციალური პროგრამა, რომელიც უკვე დასრულდა“.
დღეს, 2 დეკემბერს, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში ფერმერებთან საინფორმაციო
პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ეს არის დღე, როდესაც
ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე
ოთხშაბათს, 3 დეკემბერს, თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია
შობის მარხვა, კალენდრის მიხედვით, უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება