

ახალი რეგულაციის მიხედვით, ბიზნესოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებენ სურსათის წარმოება-გადამუშავებას, ეკისრებათ ვალდებულება, საქმიანობა HACCP-ის პრინციპების შესაბამისად აწარმოონ.
რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. პარალელურად სააგენტო, ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან.
HACCP-ის სისტემის პრინციპების დაცვა საქართველოში 2015 წლიდან სავალდებულოა ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში; 2018 წლიდან სისტემის დანერგვის ვალდებულება დაეკისრათ იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ექსპორტისთვის განკუთვნილ გადამუშავებული თხილის გულს ამზადებენ; 2021 წლის პირველი იანვრიდან სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძის ფხვნილზე დამზადებული სურსათი, თევზი და თევზის პროდუქტები, კვერცხი და კვერცხის პროდუქტები, თაფლი).
HACCP-ის სისტემის პრინციპები საწარმოში სურსათის უვნებლობის ყველა საფრთხის წინასწარ გამოვლენას, აღმოფხვრას ან ამ საფრთხეების პრევენციის პროცედურების სისტემის ჩამოყალიბებას და სისტემატიურად განხორციელებას ნიშნავს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,