ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრში სოფლის საექიმო ამბულატორიის ექიმებისა და ექთნებისათვის covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ექიმი-ეპიდემიოლოგი დალი ქობულაძე უძღვებოდა.
შეხვედრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საექიმო ამბულატორიების ექიმებმა აღნიშნეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სოფლის ამბულატორიებში მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული.
ექიმების თქმით, ამბულატორიებში ამის შესაბამისი პირობები არ არის; ამასთან covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ახალი შექმნილია და ვაქცინაცია გარკვეულ რისკებს შეიცავს.
დაბალი ანაზღაურებისა და რეგიონებში ექიმების სიმცირის გამო, სოფლის ამბულატორიის ექიმები ხშირ შემთხვევაში რამდენიმე ადგილას მუშაობენ; ელექტრონულად დარეგისტრირებულ, ასაცრელად მისულ ადამიანს შესაძლოა, ამის გამო, ექიმი ამბულატორიაში არ დახვდეს.
„საჭიროა გვქონდეს გარანტია, რომ ვაქცინაციის შემდეგ თუ ადამიანი ცუდად გახდება, ექიმების ბრალეულობა ნაკლები იქნება, – ამბობს ბორითის ამბულატორიის ექიმი გიორგი ბარბაქაძე, – ბორითის ამბულატორიაში ავტობანის მშენებლობის გამო ელექტროენერგია დღეში რამდენჯერმე ითიშება, კორონავირუსის ვაქცინას კი შესანახად მაცივარში შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება“.
„17 წელია, წყალაფორეთის მოსახლეობას ვემსახურები და მათ სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩავაგდებ. ანაფილაქსიური შოკი, მიუხედავად ექიმობის დიდი ხნის გამოცდილებისა, სამჯერ მაქვს ნანახი. ამბულატორიულ პირობებში ასეთი პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი იქნება, ამიტომ მე კორონავირუსზე ვაქცინაციას ამბულატორიაში ვერ ჩავატარებ. ელემენტალურად, – ამბულატორიაში წყალი არ გვაქვს, პაციენტი ცუდად რომ გამიხდეს, რა ვქნა?“ – კითხულობს წყალაფორეთის ამბულატორიის ექიმი ამირან ხალილულაევი.
„ოჯახის ექიმებს რუტინული ვაქცინაციის დიდი გამოცდილება აქვთ, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე, – არაფერი განსხვავებული არ არის. არანაირი აუცილებლობა რეანიმატოლოგისა, პირველადი ჯანდაცვის დონეზე, არ არსებობს.
ვაქცინები, რომლებიც დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, აბსოლუტურად უსაფრთხოა, ხოლო პირველადი ჯანდაცვის ექიმები გადამზადებულები არიან ვაქცინაციის ადმინისტრირებაში და ასევე გართულების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასთან დაკავშირებით“.
გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ამბულატორიებში კორონავირუსზე ვაქცინაცია, სავარაუდოდ, ივნის-ივლისში უნდა დაიწყოს.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.