9 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლებში (დირექტორები ვალერი გოგნაძე და მარინა ხვედელიძე) ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მიმდინარეობდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხო ენებში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია).

ხარაგაულში ოლიმპიადის მიმდინარეობას გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი მაია კიკნაძე მეთვალყურეობდა.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და  ლიტერატურის მასწავლებელ ლელა სამხარაძის თქმით,„სასწავლო ოლიმპიადები ხელს უწყობს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის წარმოჩენას. ოლიმპიადისთვის მზადება მოსწავლისაგან მეტ მუშაობასა და კლასგარეშე ლიტერატურის ცოდნასაც მოითხოვს.“

ბორის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის ფერიდე ბერაძის აზრით, ოლიმპიადები მოსწავლეებისათვის ერთგვარი სტიმულია. „იმიტომ ვმონაწილეობ ოლიმპიადაში, რომ გავიგო, რომელ საგანში მჭირდება მეტი მუშაობა საკუთარ თავზე.“

ზვარის საჯარო სკოლის დირექტორი ნატო შათირიშვილიამბობს, რომ „ოლიმპიადა მოსამზადებელი პერიოდია საატესტატო გამოცდებისთვის. მოსწავლეები უფრო  მობილიზებულები ხდებიან, ეჩვევიან გამოცდის სიტუაციას. მოსწავლეებმა მეტი უნდა იმუშაონ იმისათვის, რომ ოლიმპიადას მომზადებულები შეხვდნენ“.

გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის მაია კიკნაძის ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა უკვე შვიდი წელია ტარდება და ყოველწლიურად იკლებს მასში მონაწილე მოსწავლეების რაოდენობა. „წელს ოლიმპიადის მეორე ტური ხარაგაულში ძალიან მშვიდ გარემოში, ყოველგვარი დარღვევების გარეშე, ჩატარდა. შეინიშნებოდა მოსწავლეთა პასიურობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მოსწავლეთა ყველაზე მეტ რაოდენობასველოდით ქართულ ენასა და ლიტერატურაში, თუმცა ოლიმპიადის მეორე ტურში გადასული 77 მოსწავლიდან არ გამოცხადდა 19 მოსწავლე.

სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები ეროვნულ საგამოცდო ცენტრში მოსწავლეთა ნამუშევრების გასწორების შემდეგ გახდება ცნობილი.

თამთა გოგოლაძე

olimpiada olimpiada3