ხვალ, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ 1949 წლის ნოემბერში დააწესა.

პირველად ბავშვთა დაცვის დღე 1959 წელს აღნიშნეს და ამ დღესასწაულმა მსოფლიოს 51 ქვეყანა მოიცვა. მას შემდეგ ეს დღესასწაული ყოველწლიურად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნება.

დავინტერესდით, რა ღონისძიებებით აღინიშნება ეს დღე ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტებში:

ხარაგაულში

  • 1 ივნისს, 16 საათზე, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი კულტურისა და დასვენების პარკში, სამეჯლისო ცეკვებისა და საესტრადო სიმღერების წრეების მოსწავლეების მონაწილეობით, გაიმართება კონცერტი;
  • იქვე, ღია ცის ქვეშ, ხატვისა და მაკრამეს წრეების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.
  • 2 ივნისს, 15 საათზე, დაგეგმილია ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დახურული კონცერტი. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო კონცერტს მხოლოდ მონაწილე მოსწავლეთა მშობლები დაესწრებიან.

ზესტაფონში

  • პირველ ივნისს ზესტაფონის სამხატვრო გალერეაში ააიპ „სამხატვრო სკოლის“ მოსწავლეთა გამოფენა ჩატარდება.

ჭიათურაში

  • ჭიათურის კულტურის ცენტრის ფოიეში ჩატარდება თოჯინების თეატრის სპექტაკლი „ფისო“.
  • აქვე მოეწყობა სამხატვრო სტუდია „ნიკალას“ მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.
  • კულტურის ცენტრის ფოიეში დაგეგმილია დახურული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სპორტული და სამეჯლისო
  • ცეკვების სტუდია „დან ფორუმის“, „ელეგანტისა“ და საბავშვო სტუდია „ანა-ბანას“ მოსწავლეები.
  • ჭიათურის აკაკი  წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი წარმოგვიდგენს საბავშვო სპექტაკლს „მთავარი როლის შემსრულებელი“.

საჩხერეში

  • საჩხერეში მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში გაიმართება ქუთაისის ნიღბების თეატრის სპექტაკლი.
  • საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდება ასფალტზე ხატვის ღონისძიება და ჭადრაკის  ტურნირი.
  • ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული თოჯინების თეატრი „კოკროჭინა“ წარმოადგენს სპექტაკლს „სულთანის ოინები“.