

28 მაისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ბორითის კლინიკაშიც დაიწყება.
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ბორითის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ამურველაშვილის ინფორმაციით, ამ ცენტრში კორონავირუსზე აცრა სინოვაკის ვაქცინით ჩატარდება.
„კლინიკაში აცრის ჩასატარებლად ადამიანები უკვე დარეგისტრირდნენ. აცრას ბორითის კლინიკის მორიგე ექიმი უხელმძღვანელებს. ვაქცინაციის პროცესს მთავარი ექთანი თამარ ქავთარია განახორციელებს. კლინიკა სრულ მზადყოფნაშია“, – ამბობს გიორგი ამურველაშვილი.
დღეს, 27 მაისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს დირექტორი გოჩა გიორგიძე და ამავე სამმართველოს ექიმი ეპიდემიოლოგი დალი ქობულაძე ბორითის კლინიკის წარმომადგენლებსა და ოჯახის ექიმებს შეხვდნენ.
„კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ. ამიტომ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას თანდათანობით ვზრდით, ხარაგაულში ვაქცინაციის პროცესში ჩართული იყო ხარაგაულის საავადმყოფო. 28 მაისიდან ამ პროცესში ასევე ჩაერთვება ბორითის კლინიკა.
ახლო მომავალში კი იგეგმება covid-19-ის ვაქცინაციის პროცესში სოფლის ამბულატორიების ექიმების ჩართვა“, – ამბობს გოჩა გიორგიძე.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში