
ნიჭიერებით, თავმდაბლობით გამორჩეული ახალგაზრდა – ვეფხვია ღონღაძე ამ ქვეყნიდან 28 წლის ასაკში წავიდა.
2021 წლის 28 მაისს ის 50 წლის გახდებოდა.
ვეფხვიას სულიერება, სამყაროსადმი, ადამიანებისადმი დამოკიდებულება მის ლექსებში ჩანს. ვეფხვიას გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა ლექსები მოიძიეს და კრებული „…და ოცდამეცხრე გაზაფხულს ველი“ გამოსცეს. ეს ფრაზაც მისი ერთ-ერთი ლექსიდანაა.
„ვეფხვიას ნიჭიერება ძალიან დააკლდა ხარაგაულს და თითოეულ ჩვენგანს, – ამბობს მისი უახლოესი მეგობარი მამუკა ჭიპაშვილი, – ჩვენო ვეფხვო, ისევ ამოვალთ შენს საფლავთან შენი მეგობრები, გავიხსენებთ შენთან დაკავშირებულ ისტორიებს. შემდეგ სევდას ნელ-ნელა სიცილი ჩაანაცვლებს და ვიმხიარულებთ…
შენს ჩანაწერებსა და ლექსებს, რომლებსაც გულდასმით ვინახავ, კიდევ ერთხელ წავიკითხავ, კიდევ ერთხელ შენთან ერთად შევეცილებით ერთმანეთს ხარაგაულის სიყვარულში“.
ვეფხვიას მეგობარი დავით ჩადუნელი ამბობს, რომ ვეფხვია მუდმივად სიახლეებისკენ ისწრაფვოდა.
„ბუნებით ხელოვანი იყო. მან ყველაფერი თავისი ლექსებითა და შემოქმედებით გვითხრა, – ამბობს დავით ჩადუნელი, – ვფიქრობ, ვეფხვიასნაირი ადამიანები გვეხმარებიან ცხოვრების სირთულეების დაძლევაში. ჩვენთვის მისი არყოფნა ძალიან დიდი ტკივილია“.
„ვეფხვია გამორჩეული ადამიანია. მასზე წარსულ დროში საუბარი მიჭირს, – ამბობს ვეფხვია ღონღაძის თანაკლასელი ინგა ჭიპაშვილი, – ყველას მდგომარეობა გულთან მიჰქონდა. უანგარო, ყურადღებიანი, მშრომელი, ყველას გვერდში მდგომი იყო. მისი ნიჭიერება გვაოცებდა. შეეძლო, გაკვეთილი ერთი მოსმენით ესწავლა. ვეფხვია ღონღაძემ უბრალოებით სამუდამოდ უკვდავყო თავისი სახელი“.
ნინო კაპანაძე
გთავაზობთ ვეფხვია ღონღაძის ლექსზე – „კარუსელი ისე აღარ ტრიალებს“ – დალი მერაბიშვილისგან შექმნილ სიმღერას
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“
პირველ ივნისს ნიკო კეცხოველის სასკოლო
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა