

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საზღვარს დამატებითი შეზღუდვების გარეშე გადაკვეთენ ის პირები, ვისაც ექნება გაკეთებული კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
საზღვრის კვეთის უფლება აქვს იმ პირებსაც, რომელთაც ბოლო 72 საათში ჩაიტარეს ტესტირება და პასუხი უარყოფითია. ამ შემთხვევაში აუცილებელია, მათი მომდევნო 72 საათში განმეორებითი ტესტირება.
ყველა ვიზიტორს თან უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი დაემატა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში