
ბორითში მცხოვრები ქალი ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა.
ბოლო 48 საათში კორონავირუსი ხარაგაულში ოთხმა პაციენტმა დაამარცხა.
კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან დღემდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სულ 658 შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 604 გამოჯანმრთელდა, 14 – გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში 67 პირი იმყოფება.
40 ინფიცირებულიდან საავადმყოფოში შვიდი მკურნალობს, დანარჩენები ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ბინაზე იმყოფებიან.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დღეს კორონავირუსზე ტესტირება ძირულას ხეობაში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ჩაუტარა. სწრაფი ტესტის პასუხები უარყოფითია.
დღესვე გეგმიური PCR ტესტირება ხარაგაულისა და ბორითის კლინიკების თანამშრომლებს ჩაუტარდათ. მათი და საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა PCR ტესტების პასუხბი ხვალ, 25 მაისს, გახდება ცნობილი.
ხარაგაულში მოქმედი სკოლების თანამშრომელთა კორონავირუსზე ტესტირება საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე, სავარაუდოდ, ერთხელ ჩატარდება.
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“
პირველ ივნისს ნიკო კეცხოველის სასკოლო
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა