

ჭიათურაში, რკინიგზაში დასაქმებული ასი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის რიგგარეშე გამგეობის სხდომა 23 მაისს გაიმართა.
„გამგეობის სხდომაზე გადავწყვიტეთ, რომ გამგეობის წევრი პროფკავშირის ლიდერები რკინიგზაში დასაქმებულთა პირობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიკვლევენ, – ამბობს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში, – პროფკავშირის ანალიტიკური სამსახური კი სიღრმისეულად შეისწავლის „საქართველოს რკინიგზის“ ფინანსურ შესაძლებლობებს.
პირველ ივნისს, მორიგ სხდომაზე, არსებული მდგომარეობის შეფასების შემდეგ გადაწყდება, „საქართველოს რკინიგზას“ წინააღმდეგ კოლექტიური დავა მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყოთ, თუ მხოლოდ ჭიათურაში“.
ჭიათურაში რკინიგზაში დასაქმებულები ხელფასების მატებას და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,