

დღეს, 9 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო.
ხარაგაულში ტესტირება #2 საჯარო სკოლაში (დირექტორი ვალერი გოგნაძე) მიმდინარეობს. გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის მაია კიკნაძის ინფორმაციით ოლიმპიადა უკვე მეშვიდე წელია მიმდინარეობს და მასში მონაწილეების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება.
დღეს ოლიმპიადა გაიმართება მათემატიკასა და რუსულში.
მაია კიკნაძის ინფორმაციით, მათემატიკაში მონაწილეობისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან დარეგისტრირებულია ორი მოსწავლე; რუსულ ენაში – 16 მოსწავლე.
მათემატიკაში ტესტირებისათვის გამოყოფილია 4 საათი, მაქსიმალური ქულაა 25.
უცხო ენაში ტესტირების ხანგრძლივობაა 1,5 საათი, მაქსიმალური ქულა – 60.
10 იანვარს 9 საათზე ტესტირება დაიწყება ფიზიკაში, 14 საათზე – ისტორიაში;
11 იანვარს 9 საათზე – ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 14 საათზე – ინგლისურში;
12 იანვარს 9 საათზე – ბიოლოგიაში, 14 საათზე – გეოგრაფიაში;
13 იანვარს 9 საათზე – ქიმიაში, 14 საათზე – გერმანულ და ფრანგულ ენებში.
ფიზიკაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში მაქსიმალური ქულაა 25, ისტორიასა და გეოგრაფიაში – 45, ქართულ ენასა და ლიტერატურაში – 40.
ისტორიასა და გეოგრაფიაში ტესტირების ხანგრძლივობაა 1,5 საათი, ბიოლოგიაში – 2 საათი, ქართულ ენასა და ლიტერატურაში – 3 საათი, ქიმიაში – 3,5, ხოლო ფიზიკაში – 4 საათი.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 13 იანვარს დასრულდება.
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულელ მოსწავლეებს სასწავლო ოლიმპიადაში.
თამთა გოგოლაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,