

დაბა ხარაგაულში მცხოვრები ქალი ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან სამი ხარაგაულელი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან დღემდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სულ 657 შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 600 გამოჯანმრთელდა, 14 – გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში 76 პირი იმყოფება.
43 ინფიცირებულიდან საავადმყოფოში 6 მკურნალობს. დანარჩენები – ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მომავალ კვირაში ძირულას ხეობის სოფლების საბავშვო ბაღების თანამშრომელთა გეგმიურ ტესტირებას განაახლებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,