
ხარაგაულში, ლაშისა და წყალაფორეთის სკოლებში, „ბოლო ზარი“ მხოლოდ სალომე კვირიკაშვილისა და ნინო ჭანკვეტაძესთვის დაირეკა.
სკოლაში სწავლის ბოლო ექვსი წელი სალომე კვირიკაშვილმა კლასში მარტო გაატარა. მას გული წყდება, რომ სკოლასა და საყვარელ მასწავლებლებს დაემშვიდობა, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას კი სიხარულით ხვდება.
სალომეს დაწყებითი კლასების მასწავლებლობა სურს და ამ პროფესიის დაუფლებას ქუთაისში, აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს.
„ბოლო სამი წელია, რაც კლასში მარტო ვარ, – ამბობს ნინო ჭანკვეტაძე, – წყალაფორეთის სკოლის კურსდამთავრებული, – იმდენად მეგობრული, თბილი და ყურადღებიანი მასწავლებლები არიან ჩვენს სკოლაში, რომ გაკვეთილებზე მარტო ყოფნა არ მიჭირდა, თუმცა თანაკლასელის გარეშე მაინც რთულია. ქუთაისში, აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ჩაბარებას ვაპირებ. ისტორიკოსი მინდა გავხდე“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სკოლა 138-მა მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა.
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“
პირველ ივნისს ნიკო კეცხოველის სასკოლო
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა