
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” სახელმძღვანელოს დასანერგად ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგის მიზანია, ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების მიხედვით ტრენერებმა შეძლონ მასწავლებელთა გადამზადება და ამით ხელი შეუწყონ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლებას დაწყებით საფეხურებზე.
შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა პროგრამის განსახორციელებლად მასწავლებლების მომზადების მნიშვნელობაზე, იმისათვის, რომ სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მიერ სწორად იქნეს გადმოცემული სახელმძღვანელოებში ასახული გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხები.
აღნიშნული სახელმძღვანელოთი სწავლა სკოლებში შემდეგი სასწავლო წლიდან ეტაპობრივად დაიწყება. მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 20 000 პედაგოგი შეძლებს გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ინტეგრირებას, რაც ნიშნავს რომ სამომავლოდ 250 000 მოსწავლეს ექნება საჭირო ცოდნა და გარემოსადმი სწორი დამოკიდებულება.
მოსწავლეები ისწავლიან როგორ მოიქცნენ ბუნებრივი საფრთხების დროს, როგორ შეამცირონ ნარჩენები სწორი ქცევით, გაიაზრებენ რატომ არის მნიშვნელოვანი მიწის რესურსების დაცვა, რა კავშირშია მიწის რესურსები სოფლის მეურნეობასთან და რას ნიშნავს სურსათის უსაფრთხოება.
რაც მთავარია, მოსწავლები გაიაზრებენ გარემოსდაცვით საკითხებში საკუთარ როლს, შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობებს.
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“
პირველ ივნისს ნიკო კეცხოველის სასკოლო
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა