
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმების მიერ კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ჩატარდა.
აქცია ხარაგაულის საავადმყოფოში გაიმართა. ვეტერანებმა ექიმ-კარდიოლოგის კონსულტაციები მიიღეს, გაუკეთდათ ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია და ლაბორატორიული კვლევები.
გ. ჩაფიძის გულის ცენტრის საქველმოქმედო აქცია, უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგულარულად ტარდება. ხარაგაულში 111-ე აქციაა გაიმართა და სამედიცინო მომსახურება დაახლოებით 120 პირს გაეწია.
ჩაფიძის გულის ცენტრის კარდიოქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, მარიამ ლომიძის ინფორმაციით, მსგავსი სამედიცინო აქცია მომავალში ხარაგაულში კვლავ გაიმართება და მოსახლეობის ფართო ფენისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
აქციის მიმდინარეობას, ადგილზე დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი.
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“
პირველ ივნისს ნიკო კეცხოველის სასკოლო
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა