

ხარაგაულში სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში სოლომონ მეფის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია იგეგმება.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა საჩხერეს, ჭიათურას, ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის მუნიციპალიტეტებში სარეაბილიტაციო ობიექტების პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი 20 მილიონ ლარზე გამოაცხადა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის, ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში სოლომონ მეფის ქუჩის განახლება სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან რკინიგზის სადგურის ხიდამდე იგეგმება.
„განახლდება კერძო საკუთრებების, სავაჭრო ობიექტების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების ფასადები, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ხარაგაულისთვის პრობლემურია ყოფილი სავაჭრო ცენტრისა და ყოფილი რაიკავშირის შენობების არსებული მდგომარეობა. ამ პროგრამის ფარგლებში მათ განახლებასა და გალამაზებას შევეცდებით.
პროგრამის ფარგლებში ვგეგმავთ შინმოუსვლელ გმირთა მემორიალის, თამაზ კიკნაძისა და ევგენი ხარაძის სახელობის სკვერების, მრავალბინიანი სახლების ფასადების განახლებას, ცენტრალური ქუჩიდან ხარაგაულის ტაძრამდე ასასვლელი კიბის კეთილმოწყობას“.
სახელმწიფო პროგრამა – „განახლებული რეგიონები“ საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 26 აპრილის N185 დადგენილებით დაამტკიცა.
ხარაგაულში ფუნქციადაკარგული და უსახური შენობების ბედით „ჩემი ხარაგაული“ არაერთხელ დაინტერესდა.
უსახური შენობები ხარაგაულში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი